მთავარ გვერდზე

arrow_right

სააგენტოს შესახებ

arrow_right

სტრუქტურა

arrow_right

ვახტანგ ბოხაშვილი

search close_small
person_pin

ვახტანგ ბოხაშვილი

Vakhtang  Bokhashvili

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე

დაბადების თარიღი: 01.10.1986
უცხო ენები: გერმანული, ინგლისური, რუსული

 

განათლება და კვალიფიკაცია:

სამართალმცოდნეობის ბაკალავრი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამართალმცოდნეობის მაგისტრი/ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამართლის დოქტორანტი (კერძო სამართლის მიმართულებით)/ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


სამსახურეობრივი საქმიანობა:

2022.10 დღემდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე

2022 წ - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

2017 წლიდან/დღემდე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი (დისციპლინა: მიწის სამართალი)

2014/2022 - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსი

2011/2014 - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურის იურისტი

2008/2011 - ქ. თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების იურისტი


მიღწევები, პუბლიკაციები, ტრენინგები, პროექტები:
2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის მარტამდე, ევროკავშირის სტიპენდიის ფარგლებში, ზაარლანდის უნივერსიტეტში (გერმანია) სადოქტორო ნაშრომზე მუშაობდა.

გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა სასწავლო კურსი, მათ შორისაა, მენეჯმენტის, მოლაპარაკების უნარების, სამართლებრივი წერის, დროის მართვის, ამოცანებზე ორიენტირებული თანამშრომლობის, მედია სპიკერის, პრეზენტაციული უნარების, სამართლებრივი წერის (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი), საგადასახადო სამართლისა და ბუღალტერიის (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო), ადმინისტრაციული სამართლისა (გაეროს განვითარების პროგრამა) და ტრენერთა ტრენინგები/სასწავლო კურსები.

მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში, მათ შორისაა: გახმაურებული სასამართლო საქმეები (გერმანია, ქ. ბერლინი), საგადასახადო აღრიცხვა და ადგილობრივი თვითმმართველობა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში (ლიეტუვა, ქ.ვილნიუსი), მიწის რეგისტრაცია და კადასტრი (შვედეთი, ქ. უდევალა), ბლოკჩეინი და ბიტკოინი (უკრაინა, ქ. კიევი).