რეფორმის დაწყების დღიდან ჩართული ვარ მიწის სისტემურ რეგისტრაციაში, როგორც უძრავი ქონების ამგეგმავი. გადამზადების კურსი წარმატებით დავასრულე. თეორიულად და პრაქტიკულად უკვე კარგად მქონდა შესწავლილი საამზომველო პროცესი.
ყოველი სამუშაო დილა იწყება შეკრებით, გეგმებით და წარმატების სურვილით. ეს პროცესი რთულია, მაგრამ აქვს თავისი განსაკუთრებული აზარტიც.
ყოველდღიურად ვხვდები ადგილობრივ მაცხოვრებლებს. ყველა ოჯახში გველოდებიან. ელოდებიან მიწის რეგისტრაციას, რომელსაც წლების განმავლობაში ამუშავებდნენ.
მათი ისტორიები სამუშაო დღის შემდეგაც სულ მომყვება ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში.
დღის ბოლოს სახლში ვბრუნდები დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი. ყოველი შეხვედრა, აგეგმვითი სამუშაო ერთი ნაბიჯით გვაახლოებს საბოლოო მიზანთან.
ყოველთვის მინდოდა, რაიმე ისეთის ნაწილი ვყოფილიყავი, რითაც ჩემი ოჯახი, ახლობლები იამაყებდნენ და რაც შთამომავლობას „საშვილიშვილო“ საქმედ დარჩებოდა. მიხარია, რომ ჩემი წვლილიც იქნება ისეთ საქმეში, რომელმაც არაერთ მოქალაქეს დაუბრუნა იმედი და ნდობა.
პროექტის ფარგლებში შევიძინე ახალი პროფესია - გავხდი სერტიფიცირებული ამგეგმავი. შევიძინე მეგობრები და რაც მთავარია თავდაჯერებულობა. განსხვავებული გრძნობაა, როდესაც აკეთებ რაღაც ისეთს, რაც სახალხოც არის და საამაყოც.
ვიცი, რომ დღევანდელი ჩემი შრომით ხელი შეეწყობა დიდი რეფორმის წარმატებით დასრულებას" - გიორგი გასვიანი, მიწის აგეგმვის სამსახურის უძრავი ქონების ამგეგმავ-მძღოლი