მთავარ გვერდზე

arrow_right

სიახლეები

arrow_right

საჯარო გამოქვეყნება

search close_small

22 ნოემბერი 2024

საჯარო გამოქვეყნება

news_image
ქობულეთის , ოზურგეთის ,ჩოხატაურის ,შუახევის , ხონის , ზესტაფონის , საჩხერის , ონის , ადიგენის , გარდაბნის , ყვარლის, დედოფლისწყაროს ახალქალაქის ნინოწმინდის, წალკის მუნიციპალიტეტებში მდებარე მიწის ნაკვეთებზე ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.
🔷21 ნოემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით ქობულეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ლაითურის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში, შუახევის მუნიციპალიტეტის ოლადაურისა და ბარათაულის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხონის მუნიციპალიტეტის მათხოჯისა და კუხის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის როდინაულის, მეორე სვირის, ქვედა საქარას, ზოვრეთისა და დილიკაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საჩხერის მუნიციპალიტეტის კორბოულის ადმინისტრაციულ ერთეულში, ონის მუნიციპალიტეტის გლოლას, გომისა და ჭიორას ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბენარას ადმინისტრაციულ ერთეულში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ჭიკაანის, გავაზისა და მთისძირის ადმინისტრაციულ ერთეულებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თავწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კარტიკამის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ფოკას, ეშტიასა და განძას ადმინისტრაციულ ერთეულებში, წალკის მუნიციპალიტეტის საყდრიონის, არწივანის, წინწყაროს, ჩივთკილისა და გუმბათის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.
🌐 მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge , www.slr.napr.gov.ge
✅ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
✅ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
✅ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
✅ხონის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
✅ შუახევის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
✅ონის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
✅ადიგენის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
✅ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
✅საჩხერის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
✅ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
✅ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
✅ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
✅ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
✅ყვარლის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
✅ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
✅ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
✅ წალკის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
➡️ მონაცემების გაცნობა შესაძლებელია: ქობულეთის , ოზურგეთის ,ჩოხატაურის ,შუახევის , ხონის , ზესტაფონის , საჩხერის , ონის , ადიგენის , გარდაბნის , ყვარლის, დედოფლისწყაროს ახალქალაქის ნინოწმინდის, წალკის მუნიციპალიტეტების მერიებსა და ადმინისტრაციული ერთეულების შენობებში, ასევე იუსტიციის სახლებში
❗️იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 21 ნოემბრიდან 21 დეკემბრის 16:00 საათის ჩათვლით, მოგვმართოთ განცხადებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.
☎️ დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405
✅ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით განსაზღვრულ 59 მუნიციპალიტეტში სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.