მთავარ გვერდზე

arrow_right

საჭირო ინფორმაცია

arrow_right

ხშირად დასმული კითხვები

search close_small
quiz

ხშირად დასმული კითხვები

რა არის მისამართი?

arrow_drop_down_circle

მისამართი – შენობა/ნაგებობის, მიწის ნაკვეთის, ბინის ან სხვა ობიექტის სივრცეში ლოკალიცაზიის საშუალება, მისი მდებარეობის აღმნიშვნელი უნიკალური ტექსტობრივი ჩანაწერი, რომელიც იქმნება ქართული ანბანის ასოებისა და ციფრების მეშვეობით და შეიცავს გეოგრაფიული ობიექტის (მუნიციპალიტეტი, ქალაქი/დაბა/სოფელი, ქუჩა ან სხვა ტიპის ობიექტი) სახელწოდების და ნუმერაციის შესახებ ინფორმაციას.

რა შემთხვევაში ენიჭება/ეცვლება ბინას ნომერი?

arrow_drop_down_circle

ბინისთვის ნომრის მინიჭება/ნომრის ცვლილება ხდება იმ შემთხვევაში, თუ ბინას არ აქვს მინიჭებული ნომერი, არსებული ნომერი მეორდება, დარღვეულია ნუმერაციის თანმიმდევრობა, ბინა დაიყო/გაერთიანდა ან ნომერი მინიჭებულია არასწორად.

რა დოკუმენტების წარმოდგენაა აუცილებელი ბინისთვის ნომრის მისანიჭებლად/ნომრის შესაცვლელად?

arrow_drop_down_circle

ბინისთვის ნომრის მინიჭებისთვის/ნომრის ცვლილებისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ვინაობის დამდგენი დოკუმენტი და შესაბამისი განცხადება. საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა აუცილებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში ბინაზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. ბინისთვის ნომრის მინიჭების/ცვლილების განცხადება ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ.

რას გულისხმობს საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტში მისამართის დაზუსტება?

arrow_drop_down_circle

უძრავი ნივთის საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებული არასრული/არასწორი მისამართის არსებობის შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მასთან დაცული მონაცემების ან საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი უწყებიდან სათანადო ინფორმაციის მოპოვების საფუძველზე უზრუნველყოფს შესაბამის დოკუმენტში მისამართის დაზუსტებას.

რა დოკუმენტების წარმოდგენაა აუცილებელი საჯარო რეესტრში საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტში მისამართის დაზუსტებისთვის?

arrow_drop_down_circle

საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტში მისამართის დაზუსტებისთვის დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
  1. საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  2. ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ განმცხადებელი არის წარმომადგენელი).
განცხადებას შეავსებს ოპერატორი. თუ სააგენტოს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, შეიძლება დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვოს.

რა შემთხვევაში ხდება შენობა-ნაგებობისა და მიწის ნაკვეთისათვის ნომრის მინიჭება/ნომრის ცვლილება?

arrow_drop_down_circle

შენობა/ნაგებობისა და მიწის ნაკვეთისათვის ნომრის მინიჭება/ცვლილება ხდება შემდეგ შემთხვევებში:
  1. ობიექტს არ აქვს მინიჭებული ნომერი
  2. არსებული ნომერი მეორდება
  3. დარღვეულია ნუმერაციის თანმიმდევრობა
  4. უძრავი ნივთი დაიყო/გაერთიანდა
  5. ნომერი მინიჭებულია არასწორად

შესაძლებელია თუ არა მისამართი შეიცვალოს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, დაინტერესებული პირის მოთხოვნის გარეშე?

arrow_drop_down_circle

დიახ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით შეცვალოს მისამართი (ნომრის მინიჭებით ან ცვლილებით), თუ ეს აუცილებელია მისამართების სისტემატიზაციისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად. ეს ცვლილებები ხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და შეიძლება შეეხოს შენობა-ნაგებობებს, მიწის ნაკვეთებს, ბინებს და სხვა ობიექტებს.

რომელი ორგანოა უფლებამოსილი უზრუნველყოს უსახელო ქუჩის სახელდება ან ქუჩის არსებული სახელწოდების ცვლილება?

arrow_drop_down_circle

უსახელო ქუჩის სახელდებასა და არსებული სახელწოდების ცვლილებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო. ქუჩის მოქმედი სახელწოდებების შესახებ ინფორმაცია ინახება სამისამართო რეესტრში, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აწარმოებს.