მთავარ გვერდზე

arrow_right

საჭირო ინფორმაცია

arrow_right

ხშირად დასმული კითხვები

search close_small
quiz

ხშირად დასმული კითხვები

რა დოკუმენტის საფუძველზე წარმოებს გირავნობის/ლიზინგის/ფინანსური გირავნობის უფლებათა რეგისტრაცია?

arrow_drop_down_circle

მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობის, ლიზინგის, ფინანსური გირავნობის უფლებათა რეგისტრაცია წარმოებს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების ან/და შეტყობინების საფუძველზე.

რა ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტი?

arrow_drop_down_circle

სარეგისტრაციო დოკუმენტზე მხარეთა ხელმოწერები უნდა დამოწმდეს ნოტარიუსის მიერ, თუ გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ხოლო ელექტრონულ დოკუმენტზე, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა შესრულდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და მას უნდა დაესვას კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.

ვალდებულია თუ არა დაინტერესებული პირი შეატყობინოს მეორე მხარეს რეგისტრაციის შესახებ, თუ გირავნობის/ლიზინგის უფლების რეგისტრაცია წარმოებს შეტყობინების საფუძველზე?

arrow_drop_down_circle

შეტყობინების საფუძველზე გირავნობის/ლიზინგის უფლების წარმოშობის, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების ან რეგისტრირებული უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადების წარმომდგენი დაინტერესებული პირი (კრედიტორი ან მოვალე) ვალდებულია რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში შეატყობინოს მეორე მხარეს.

არის თუ არა საჯარო რეესტრი წარმოდგენილი შეტყობინების და მონაცემების ნამდვილობაზე პასუხისმგებელი?

arrow_drop_down_circle

საჯარო რეესტრი პასუხს არ აგებს მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობის/ლიზინგის/ფინანსური გირავნობის უფლების წარმოშობის, უფლებაში ცვლილების ან/და უფლების შეწყვეტის სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი შეტყობინების და მონაცემების ნამდვილობაზე.

რა ვადაშია ვალდებული მარეგისტრირებელი ორგანო მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება?

arrow_drop_down_circle

მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადების რეგისტრაციისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

რა შემთხვევაში მზადდება ამონაწერი მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან?

arrow_drop_down_circle

მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება მხოლოდ ამონაწერის მომზადების შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში.

რა მონაცემებს ასახავს ამონაწერი მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან?

arrow_drop_down_circle

მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს.

რომელი მონაცემის საფუძველზე მზადდება ამონაწერი მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან?

arrow_drop_down_circle

მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება მხოლოდ ერთი სარეგისტრაციო სუბიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების საფუძველზე, გირავნობის და ფინანსური გირავნობის უფლებების შესახებ ინფორმაციის მომზადების დროს ეს სუბიექტია მესაკუთრე, ხოლო ლიზინგის შემთხვევაში - ლიზინგის მიმღები.

სად რეგისტრირდება გირავნობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე?

arrow_drop_down_circle

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე გირავნობის უფლება რეგისტრირდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

რომელი ქონება არ შეიძლება იყოს ლიზინგის საგანი?

arrow_drop_down_circle

სამოქალაქო კოდექსი იძლევა იმ ქონების ჩამონათვალს, რომელიც არ შეიძლება იყოს ლიზინგის საგანი. ესენია: ფული, ფასიანი ქაღალდი, წილი ან პაი სამეწარმეო საზოგადოებაში.

ვის ეკისრება გირავნობის საგნის გასხვისების შემთხვევაში შემძენის დამგირავებლად რეგისტრაციის ვალდებულება?

arrow_drop_down_circle

რეგისტრირებული გირავნობისას გირავნობის საგნის გასხვისების შემთხვევაში დამგირავებელსა და შემძენს ერთობლივად ეკისრებათ საჯარო რეესტრში შემძენის დამგირავებლად რეგისტრაციის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც სოლიდარულად აგებენ პასუხს ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანისათვის.

შეიძლება თუ არა რამდენჯერმე დაგირავდეს ერთი და იგივე ქონება?

arrow_drop_down_circle

ერთი და იგივე ქონება შეიძლება რამდენჯერმე დაგირავდეს. გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება მათი სარეგისტრაციოდ წარდგენის დროის შესაბამისად.

რა ვადაში შესწორდება რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზი?

arrow_drop_down_circle

რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზი შესწორდება 1 სამუშაო დღის ვადაში.

ვინ შეიძლება იყოს ფინანსური გირავნობის მხარე?

arrow_drop_down_circle

ფინანსური გირავნობის მხარეები (დამგირავებელი ან მოგირავნე) შეიძლება იყოს საჯარო დაწესებულება, საქართველოს ეროვნული ბანკი, უცხოური ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, ადგილობრივი ან უცხოური ფინანსური ინსტიტუტი, საინვესტიციო ფონდი, ცენტრალური კონტრაჰენტი, ანგარიშსწორების აგენტი, საკლირინგო დაწესებულება. თუ აღნიშნული პირები ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს, ფინანსური გირავნობის მეორე მხარე (დამგირავებელი ან მოგირავნე) შეიძლება იყოს პირი (გარდა ფიზიკური პირისა), მათ შორის, ამხანაგობა, იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი.

რა ფორმით და წესით უნდა იქნეს წარმოდგენილი ფინანსური გირავნობის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია?

arrow_drop_down_circle

არ არის აუცილებელი ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების მიმართ ნებისმიერი სახის ფორმალური ქმედების განხორციელება, მათ შორის, სანოტარო მოქმედებების განხორციელება და ქართულ ენაზე თარგმნა. ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება არ საჭიროებს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმებას.
ფინანსური გირავნობის წარმოშობის/ცვლილების სარეგისტრაციო დოკუმენტს წარმოადგენს კრედიტორის მიერ გამოცემული შეტყობინება, რომელსაც თან უნდა ერთოდეს ტექსტური ფაილი, რომელშიც მითითებული ფინანსური გირავნობის მოთხოვნის ნომერი სავალდებულოდ უნდა შეიცავდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და სესხის გამცემი სუბიექტის 9-ნიშნა საიდენტიფიკაციო ნომერს და ხელშეკრულების რიგით ნომერს.
სტანდარტი: XXXXXXXXX_YYYYYYYYY ( სიმბოლოების მაქს. რაოდენობა - 30)
XXXXXXXXX - მესაკუთრის (მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სესხის გამცემი სუბიექტის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მითითებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდის ელექტრონულ მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=529) საიდენტიფიკაციო ნომერი.
YYYYYYYYY- ხელშეკრულების ნომერი. ნებადართულია ლათინური ანბანის დიდი ასოები (ABC), ციფრები (0-9), მარჯვნივ დახრილი ხაზი ( / ), ტირე (-), ქვედა ტირე ( _ ), წერტილი (.).

იწვევს თუა არა ახალი ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების დადებას ფინანსური გირავნობის საგნის გაზრდა, შემცირება ან ჩანაცვლება?

arrow_drop_down_circle

ფინანსური გირავნობის საგნის გაზრდა, შემცირება ან ჩანაცვლება, თუ ეს ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, არ იწვევს ახალი ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების დადებას.

რომელი ფინანსური გირავნობა ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას?

arrow_drop_down_circle

საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება ფინანსური გირავნობა, რომლის საგანს წარმოადგენს საკრედიტო მოთხოვნა.